11 მაისი 2024,   18:42
ვრცლად
ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება, შეხვედრები და კამპანიები რეგიონებში - "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის პრიორიტეტები ცნობილია

კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის მიზნით, ასეულობით შეხვედრა მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობების, რომელიც ”ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციამ 2 წლის განმავლობაში განახორციელა. შედეგები და მიღწევები კონფერენციაზე დღეს ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა შეაჯამეს.

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქალების ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერებაა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე ცდილობენ, ქალები აქტიურად ჩართონ შიდაპარტიულ საქმიანობაშიც. სწორედ ამიტომ, რეგიონებში შეხვედრები მასშტაბურ ხასიათსაც იღებს. არსებობს გამოწვევებიც, რასთან გამკლავებასაც ქალები მომდევნო 2 წელში გეგმავენ.

კონფერენციაზე, რომელსაც დღეს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გამგეობის ახალი წევრები აირჩიეს და ორგანიზაცია, 2 წლის ვადით, უკვე მეორედ, ნინო წილოსანს ჩააბარეს.

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია 2 წლის წინ დაფუძნდა.

დღის ამბები