12 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
ანტიკორუფციულმა ბიურომ პირველი წლიური ანგარიში წარმოადგინა - რა აქცენტები გააკეთა სიტყვით მიმართვისას პრემიერ - მინისტრმა და რა წერია ანგარიშში

ანტიკორუფციულმა ბიურომ პირველი წლიური ანგარიში წარმოადგინა. 2023 წლის შემაჯამებელი დოკუმენტის პრეზენტაციამდე, ცერემონიების სასახლეში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

ირაკლი კობახიძემ აქცენტი ანტიკორუფციული ბიუროს როლზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში კორუფციის დაბალ დონეს საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ბიუროს გაძლიერება და კორუფციის სიმცირის კუთხით- საქართველოს საუკეთესო სამეულში გადანაცვლებაა.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება- სწორედ ამ პრინციპებზე დგას მთავრობის გადაწყვეტილებაც ყველა განკარგულების გამოქვეყნების შესახებ.

 

დღის ამბები