30 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ ელისაშვილის მონაწილეობით, კიდევ უფრო უბედურება იყო სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა - კახა კალაძე

პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც იურიდიულ კომიტეტზე გამჭვირვალობის კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს მოულოდნელად ხელი დაარტყა, თბილისის მერი ეხმაურება.

კახა კალაძის თქმით, ეს იყო მძიმე და სამარცხვინო ფაქტი, თუმცა უფრო მძიმე იყო ის სტატუსები, განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. 

"ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ პარლამენტში რაც ვიხილეთ ელისაშვილის მონაწილეობით, მაგრამ ყველაზე მძიმე და კიდევ უფრო უბედურება იყო ის სტატუსები, განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ არ გვიკვირს ეს, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ყველა გახლავთ რადიკალური დაჯგუფება თავიანთი ტელევიზიებით, ვინც ახალისებს პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღმა ადამიანებმა, ხელი უნდა შევუშალოთ ამგვარ ქმედებებს, იმიტომ, რომ მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება," - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები