30 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონი ერთ დღეში და რამდენიმე საათში არ მიეღოთ, რის პრაქტიკაც ამ პარლამენტში არის - თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ხელისუფლებას დაჩქარებული წესით არ მიეღო.

მისივე თქმით, ამას აკეთებდნენ იმის იმედით, რომ "ქართული ოცნება" გონს მოეგება და კანონს გაიწვევს.

"ჩვენ, ორი დღეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი ფორსირებულად, დაჩქარებული წესით, ერთ დღეში და რამდენიმე საათში არ მიეღოთ, რისი პრაქტიკაც ამ პარლამენტში არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გადავავადოთ, რომ იქნებ, გონს მოეგონ და გაიწვიონ, შეისმინონ ქართველი ხალხის ხმა," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ოპოზიცია კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება; უმრავლესობისთვის კი გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

დღის ამბები