30 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
გუშინაც გამოჩნდა, როგორი აგრესიული იყო მომიტინგეების ნაწილი და მიზანმიმართულად ხდებოდა პროვოკაცია - ირაკლი ქადაგიშვილი

"არ უნდათ, რომ ხალხმა გაიგოს ეს გრანტები და ეს დახმარება, გარდა კარგი მიზნებისა, რა ტრენინგებზე იხარჯება. გუშინაც გამოჩნდა, თუ როგორი აგრესიული იყო მომიტინგეების გარკვეული ნაწილი," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, "სწორედ ამის ეშინიათ რევოლუციის მომხრეებს" ყველაზე მეტად.

"საკანონმდებლო პროცესის შეფერხება, მითუმეტეს, გარედან ჩარევით, არის ყოვლად მიუღებელი დემოკრატიისთვის. ოპოზიციის მოვალეობა ისაა, რომ არგუმენტებით "გვეჭიდაონ", მაგრამ ვხედავთ, რომ როდესაც პასუხებს ვცემთ, - რაც გუშინ ვნახეთ, - სრულ დესტრუქციაზე გადადიან. არ უნდათ, რომ ხალხმა გაიგოს ეს გრანტები და ეს დახმარება, გარდა კარგი მიზნებისა, რა ტრენინგებზე იხარჯება. გუშინაც გამოჩნდა, თუ როგორი აგრესიული იყო მომიტინგეების გარკვეული ნაწილი და მიზანმიმართულად ხდებოდა პროვოკაცია და ვითარების გამწვავება. ალბათ, ამის გასაჯაროება არის ყველაზე მეტად, რაც რევოლუციის მომხრეებს აწუხებთ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ოპოზიცია კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება; უმრავლესობისთვის კი გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

დღის ამბები