30 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ? თქვენ ჩადიხართ დანაშაულს ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას

"მთელი საქართველო, მთელი საზოგადოება ერთიანია, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნების გარეშე. თქვენ ჩადიხართ დანაშაულს ქართველი ხალხის წინააღმდეგ," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

"მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ? სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, ხალხი, ახალგაზრდები, ჩვენი ევროპელი კოლეგები - თუ, მოიცა, სოზარ სუბარს რადგან ესმის, ეს არის კანონი? თუ ხუნდაძემ რადგან გაიგო, თუ ჩაკვეტაძეს რომ ესმის, ამიტომაა ეს კანონი კარგი?! მთელი საქართველო, მთელი საზოგადოება ერთიანია, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნების გარეშე. თქვენ ჩადიხართ დანაშაულს ქართველი ხალხის წინააღმდეგ,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

დღის ამბები