30 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ხალხო, რამე რომ მოხდეს, ესენი გავარდებიან წითელ ხიდზე, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ

"ხალხო, რამე რომ მოხდეს, ესენი გავარდებიან, წითელ ხიდზე ვერ გავასწრებთ, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ, აქ რომ კაცობენ რაღაცებს,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით გააკეთა პარლამენტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა.

"ესენი დარბიან დღემდე რუსეთში. ბოლო ვინც გავიდა და მოღალატეებიო იძახა, ბოლოს მახსოვს კრემლის კადრებიდან ეს ქალი. პუტინთან შეხვედრის კადრებიდან მახსოვს და მოღალატეებოო, რუსებოო, ჩვენ გვეძახის. პარადოქსი არ არის? ზოგიერთი ჩვენგანი "შავ სიაში" რომ ვყავართ შეყვანილი, იურისტებს, აღარ მინდა ახლა გავაგრძელო და დარტყმის ქვეშ დავაყენო ვიღაცები. ესენი ვინ არიან, რა ხალხია,"-აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

დღის ამბები