01 მაისი 2024,   15:51
ვრცლად
მხოლოდ იმ ადამიანების ნაწილი ნერვიულობს გასაჯაროებაზე, ვისაც აქვთ დასამალი, - დავით მათიკაშვილი

სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყება ხმაურიანი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვები. რეგლამენტის მიხედვით დოკუმენტზე მსჯელობა მუხლობრივად და შემდეგ უკვე კენჭისყრა, ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და შემდეგ სესიაზე იქნება.

„გამჭვირვალობის შესახებ“ დოკუმენტი დეპუტატებმა გუშინ 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღეს. ხმის მიცემის პროცესმა ოპოზიციის გარეშე ჩაიარა.

ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკან გაიწვიოს. უმრავლესობა კი ოპოზიციისგან ისევ ითხოვს არგუმენტებს, იმის ასახსნელად, თუ რატომ არის კანონპროექტი, რომლის მიზანიც მხოლოდ გამჭვირვალობაა, რუსული.

„ხმაურის, ყვირილის, უარგუმენტობის გარდა ოპოზიციისგან არაფერი მოგვისმენია რამდენიმე წლის განმავლობაში. იყო სრული ისტერიკა, რაღაც უნიჭოდ დადგმული სცენარი, თუ როგორ შეეშალათ ხელი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვისთვის, მათ აჩვენეს რეალურად საკუთარი სახე. მხოლოდ იმ ადამიანების ნაწილი ნერვიულობს გასაჯაროებაზე, ვისაც აქვთ დასამალი,“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები