03 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
სწორედ თქვენი დავალებით, ახალგაზრდებს შუკა-შუკა დასდევდნენ, რობოკოპების უნიფორმებში გადაცმული კრიმინალები - გიორგი ვაშაძე შს მინისტრს

"თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სრულად აგებთ პასუხს იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირის ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისამართით გააკეთა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

"თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სრულად აგებთ პასუხს იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირის ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ თქვენი დავალებით, ახალგაზრდებს შუკა-შუკა დასდევდნენ, რობოკოპებისა თუ სხვადასხვა უნიფორმაში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ამის არაერთი კადრია.
პოლიციელებს მივმართავ - გაუფრთხილდით თქვენს მუნდირს. რა უფლებით მივმართავ და, იმ უფლებით, რომელიც ახალგაზრდებმა მთხოვეს და დამაბარეს თქვენთანაც, მათ შორის,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები