რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურსი "ქართული" გაიხსნება. ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან 1 500-მდე მოცეკვავე მონაწილეობს. საკონკურსო ნაწილი 25 აპრილს დაიხურება. სივრცე, კი რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზეა მოწყობილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიულ კუთხეებს, 27 აპრილამდე უმასპინძლებს.
ღონისძიება რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.