04 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ძალიან დასაფასებელია ფონდი "ქართუს" მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის მიმართ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფონდი "ქართუს" მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის დაწესებულ ჯილდოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ამით ქართველი ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები გახდებიან:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ძალიან დასაფასებელია ფონდი "ქართუს" მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებით მხარდაჭერა ძალიან ფასეული რამ არის. მადლობა ამისთვის ფონდ "ქართუს" და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო, როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. დიდი იმედი გვაქვს წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ფონდი "ქართუ" საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კი კიდევ 30 მილიონით დააჯილდოებს

 

 

დღის ამბები