04 მაისი 2024,   19:37
ვრცლად
უნგრეთში მყოფი პრემიერი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს

უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. რამდენიმე საათში იხსნება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაც, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა მის უნგრელ კოლეგასთან - ვიქტორ ორბანთან.

ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

დღის ამბები