04 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
გიორგი ვაშაძე 29 აპრილს მწვავე პროცესებს აანონსებს: აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია "აუცილებლად ეცდება", პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, 29 აპრილი იყოს მწვავე.

"29 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც აპირებდა შეკრებას, რადგან საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. ახლა, ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია. ჩვენ ველოდებით, რომ დილიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, ამ საკომიტეტო მოსმენების პირობებში ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე. იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

29 აპრილს, "ქართული ოცნების" ორგანიზებით, მასშტაბური აქცია იგეგმება.

დღის ამბები