05 მაისი 2024,   09:37
ვრცლად
ეს ნამდვილად არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის - თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია "ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობენ".

"ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები არიან პირადად პასუხისმგებლები საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟზე. ეს ნამდვილად არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის. ასევე, მე როგორც ვიცი, პირად გაფრთხილებას მიიღებს ევროკავშირისგან ამ თვის ბოლოს და ეს იქნება ნამდვილად ბოლო გაფრთხილება მისთვის," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.

დღის ამბები