ბათუმში, სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მცირეწლოვანი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.