სიდნეიში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულ ქართველ მხატვარს, ფიქრია დარჩიას 2 მაისს საქართველოში ჩამოასვენებენ. ის ბოლო წლებში ავსტრალიაში ცხოვრობდა.
ტრაგიკულ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათი ხსოვნისთვის, პატივის მისაგებად ბონდაი ბიჩში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, დაშვებული იყო სახელმწიფო დროშაც. ცერემონიაზე შეკრებილებს შორის იყო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზეც.
13 აპრილს სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, უცნობმა მამაკაცმა რამდენიმე პირს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მოკლა 6 ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი ქალი და ერთი კაცი.