11 მაისი 2024,   13:26
ვრცლად
კულტურის სამინისტრომ, ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ "ნართებს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

კულტურის სამინისტრომ, ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ "ნართებს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ჩოხა-ახალუხის 10 კომპლექტისთვის, უწყებამ 9 500 ლარამდე გამოყო. ახალი სასცენო სამოსი ტენდერით შერჩეულმა კომპანია "ფაფანაკმა“ დაამზადა.

"ნართები" 2024 წლის ლევილის ქართულ ფესტივალზეა მიწვეული, რომელიც კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მეორედ იმართება.

დღის ამბები