03 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
აფხაზეთში საბუთებს არიგებენ - თბილისი კი ამ ფაქტს პროვოკაციად აფასებს

აფხაზეთში საბუთებს არიგებენ. მოწმობები გადაეცემა ყველა იმ ადამიანს, ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია.

თბილისი ამ ფაქტს პროვოკაციად აფასებს.

„ჩვენ ვახდენთ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურ მობილიზებას და ამის ერთ-ერთი დასტურია ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ, სადაც საბჭო და საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაშვებისკენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეფასებული იქნას ადამიანის უფლებების მდგომარეობა,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის, განცხადებით, მთავრობა ზუსტ პოზიციას და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები