03 მაისი 2024,   00:59
ვრცლად
ქართუ ბანკი ნუგზარ წიკლაურს და გოგა ონიანს უჩივის

ქართუ ბანკმა ნაციონალური მოძრაობის წევრების, ნუგზარ წიკლაურისა და გოგა ონიანის, სახელზე სარჩელი შეიტანა. ბანკი პარტიის წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ იმის გამო უჩივიან, რომ დაზარალებულ მძღოლებს იცავდნენ.

40-მდე ტაქსის მძღოლს საკუთრებაში ავტომობილებს აღარ აძლევენ მიუხედავად იმისა, რომ მანქანების საფასური ბანკში უკვე შეტანილი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების კომპანიაში დასაქმებული 50-მდე მძღოლი საინვესტიციო ჯგუფი 21-ეს უჩივის. მძღოლების თქმით, ხელშეკრულებების არსებობის მიუხედავად, ავტომობილები, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში მუშაობენ და ყოველდღიურ გადასახადს იხდიან, ქართუ ბანკმა დააყადაღა და ახლა მძღოლებს ტრანსპორტის ჩამორთმევით ემუქრებიან. საქმე ტაქსების კომპანიისა და ბანკ ქართუს შორის დადებულ სასესხო ვალდებულებებს ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები