18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ბანკი ქართუს" მიერ დაყადაღებული კომპანია - ტაქსების კომპანიაში დასაქმებული მძღოლების პროტესტი

ტაქსების კომპანიაში დასაქმებული 50-მდე მძღოლი საინვესტიციო ჯგუფი 21-ეს უჩივის. მძღოლების თქმით, ხელშეკრულებების არსებობის მიუხედავად ავტომობილები, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში მუშაობენ და ყოველდღიურ გადასახადს იხდიან, ქართუ ბანკმა დააყადაღა და ახლა მძღოლებს ტრანსპორტის ჩამორთმევით ემუქრებიან. საქმე ტაქსების კომპანიისა და ბანკ ქართუს შორის დადებულ სასესხო ვალდებულებებს ეხება.

საინვესტიციო ჯგუფმა ბანკის დავალიანება ვერ გადაიხადა, რის გამოც ქართუ ბანკმა კომპანიის ქონებას ყადაღა დაადო. დღეს მძღოლებმა საკუთარი პრობლემები ნაციონალური მოძრაობის წევრებს გააცნეს.

„ეს არის მარტივი თაღლითური სქემა. აწყობდა ბანკსაც, ანუ ბიძინა ივანიშვილის ბანკს, აწყობდა იმ კომპანიასაც, ვინაიდან, თვითონ არაფერს არ კარგავდნენ და ამ ადამიანების ხარჯზე უნდათ ამოიღონ ის თანხა, რომელიც მათ რეალურად არ ეკუთვნით,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.

ადგილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.

"იყო თაღლითური გარიგება ქართუ ბანკსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის. ახლა ნახეს, ყველაზე უფრო დაბალი ფენა, რომელსაც უნდათ წაართვან ხელიდან უკანასკნელი ლუკმა. ეს არის ტრაგიკული ვითარება, როდესაც მილიარდელის ბანკი ართმევს სარჩო-საბადებელს იმ ადამიანებს, რომელთაც 3-4-ჯერ უფრო აღმატებული თანხა გადაიხადეს ამ მანქანებისთვის,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღის ამბები