03 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
ლოპოტაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სასტუმრო კომპლექს ლოპოტაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა ხის კონსტრუქციის ორსართულიანი კოტეჯის ერთი ნაწილი, რომელიც დამხმარე ნაგებობის ფუნქციას ასრულებდა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

აალება შენობის სახურავიდან დაიწყო. ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

ხანძრის ლიკვიდაცია კახეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მინიმალურია ზარალის ოდენობაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები