02 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
რკინიგზის პროფკავშირები ადმინისტრაციას პრობლემების ზრდის პარალელურად ხელფასების მატების გამო აკრიტიკებს

რკინიგზის პროფკავშირებმა რკინიგზის ადმინისტრაციის ხელფასები მათ ქონებრივ დეკლარაციებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ.

იმ ფონზე, რომ ათასობით თანამშრომლის საშუალო ხელფასი 600-700-ს ლარს არ აღემატება, ეს ციფრები პროფკავშირების აღშფოთებას იწვევს.

2016 წელს ჯამში რკინიგზით 12 მილიონ ტონამდე ტვირთი გადაიზიდა, რაც ბოლო 5 წელიწადში 40%-იანი ვარდნაა. მათ შორის 48%-ით არის შემცირებული ტრანზიტი, ასევე 42%-ით არის დაცემული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება.

რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სავალალო შედეგების მიუხედავად, ადმინისტრაციას არათუ ხელფასი უმცირდება, არამედ რეკორდულად იზრდება.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი 

დღის ამბები