03 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
ერთ თვეში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ერთი წელი გადის, ოჯახი გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს

დაახლოვებით ერთ თვეში ერთი წელი შესრულდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ალიას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი, სერგეი კორტენკო - ეს ის მესაზღვრეები არიან, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გიგა ოთხოზორიას ოჯახი ითხოვს.

ხურჩაში მოკლული ოთხოზორიას დედა, ნინო მატკავა, 2016 წლის 19 მაისს ე.წ. საზღვართან მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს.

ნინო მატკავა არ ეთანხმება ქართული მხარის მიერ დადგენილი მკვლელობის მოტივსაც. საქმის მასალების მიხედვით, გიგა ოთხოზორია სურსათის გადატანისთვის მოთხოვნილი თანხის გამო დაწყებული კამათისას მოკლეს.

ამ დროისთვის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ რაშიდ კანჯი ოღლიზეა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მოთხოვნაზე, მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება და მკვლელობის საქმეზე ძებნა გამოცხადდეს დანარჩენ 4 პირზე, კომენტარს არ აკეთებს.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

ამავე თემაზე
დღის ამბები