05 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
რეიდები სტოკჰოლმში - ტერაქტის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი 39 წლის უზბეკი მამაკაცია

შვედეთის დედაქალაქში რეიდები ამ დრომდე გრძელდება. სტოკჰოლმში რამდენიმე დღის წინ სატვირთო ავტომობილი სავაჭრო ცენტრში შევარდა და 4 ადამიანი იმსხვერპლა.

სამართალდამცველებმა სტოკჰოლმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი შეამოწმეს, თუმცა დამატებით არავინ დაუკავებიათ. ტერაქტის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი 39 წლის უზბეკი მამაკაცია. მის მიერ გატაცებულ სატვირთო მანქანაში სამართალდამცველებმა საეჭვო მოწყობილობაც იპოვეს, რომლის შემადგენლობასაც სპეციალისტები ამ დრომდე სწავლობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები