05 მაისი 2024,   05:28
ვრცლად
აფეთქება პოლონეთში - ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა 

მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას პოლონეთში. ქვეყნის სამხრეთ ქალაქ სვებო-ძიცეში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

დღის ამბები