05 მაისი 2024,   04:53
ვრცლად
სტოკჰოლმის ტერაქტის მთავარ ეჭვმიტანილს შვედეთის ხელისუფლებამ ივნისში თავშესაფარზე უარი უთხრა და მას დეპორტაცია ემუქრებოდა

მამაკაცს, რომელიც სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილია,  შვედეთის ხელისუფლებამ ივნისში თავშესაფარზე უარი უთხრა და მას დეპორტაცია ემუქრებოდა. პოლიციის ცნობით, 39 წლის უზბეკი მამაკაცი ექსტრემისტული შეხედულებებით გამოირჩეოდა.

თავდასხმა სტოკჰოლმის ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გატაცებული სატვირთო ავტომობილით თავდამსხმელი ჯერ ქვეითებს შეეჯახა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შევარდა. დაიღუპა 4 ადამიანი, 15 კი დაშავდა.

სამართალდამცველებმა ავტომობილში საეჭვო მოწყობილობაც იპოვეს, რომლის შემადგენლობასაც სპეციალისტები ამ დრომდე სწავლობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები