05 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
გაზრდილი მსხვერპლი და კიდევ ერთი აფეთქება ეგვიპტეში - მორიგ აფეთქებას პოლიციელი ემსხვერპლა

ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი 30-მდე გაიზარდა. შემთხვევა წრისტიანების ტაძარში, ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურების დროს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ბომბი სკამის ქვეშ იყო დამონტაჟებული, თუმცა სააგენტოების ნაწილი წერს, რომ მორწმუნეებს შორის თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს.

ტაძრის შემდეგ, აფეთქება ქალაქის პოლიციელთა საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზეც მოხდა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ამავე თემაზე
დღის ამბები