05 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ეკლესიაში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ეკლესიაში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ამის შესახებ, ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით Daily News Egypt წერს.  

აფეთქება დღეს, წმინდა მარკის ტაძარში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დროს მოხდა. შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 40-მდე დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

დღესვე, რამდენიმე საათით ადრე, ეგვიპტის ქალაქ ტანტას ეკლესიაში აფეთქება მოხდა და შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა.

ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები