05 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
ანექსიის გაგრძელება - ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში და გამოხმაურებები თბილისში

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს "ანექსიისკენ მიმართულ ქმედებას" უწოდებს ოფიციალური თბილისი. ცხინვალში მიმდინარე პროცესებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო. დიპლომატიური უწყების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყანაში ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნებს გმობს საქართველოს პრეზიდენტი. ამ ქმედებას განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრემიერი-მინისტრიც. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს უკანონოს და არალეგიტიმურს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურად მიაჩნია არასაპარლამენტო ოპოზიციასაც.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს ევროკავშირი. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს გმობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები