05 მაისი 2024,   09:11
ვრცლად
2 აფეთქება ეგვიპტეში - მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ქრისტიანულ კალენდარში ერთ-ერთ ყველაზე წმინდა დღეს ტერორისტები სამიზნე კოპტი ქრისტიანები გახდნენ. ისლამურმა სახელმწიფომ მასშტაბური თავდასხმები ერთდროულად ეგვიპტის ორ ქალაქში მოაწყო. ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარ აფეთქებებს საერთო ჯამში 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ.

პირველი აფეთქება ქალაქ ტანტას კოპტურ ეკლესიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურების დროს მოხდა. მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, სწავლობენ უსაფრთხოების კამერის ჩანაწერებსაც. სამართალდამცველებმა ახლომდებარე მეჩეთში ორი ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.

რამდენიმე-საათიანი ინტერვალის შემდეგ აფეთქება ტანტადან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარე საპორტო ქალაქ ალექსანდრიაშიც მოხდა. თავდასხმის სამიზნე აქაც კოპტური ეკლესია გახდა. ტაძრის შესასვლელთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები