05 მაისი 2024,   01:36
ვრცლად
სამი წელი გაუსაძლის პირობებში - სოფელ ხალაწნის მოსახლეობა საბავშვო ბაღის შენობას ითხოვს

სოფელ ხალაწნის მოსახლეობა საბავშვო ბაღის შენობას ითხოვს. უკვე სამი წელია ადგილობრივ ბავშვებს და პედაგოგებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. შენობაში, რომელიც დროებით საბავშვო ბაღის ფუნქციას ასრულებს, მოუწესრიგებელია სველი წერტილები, არაა ხელსაბანი და ჰიგიენის საშუალებები. 3 ოთახში განთავსებულ ბაგა-ბაღში არაა დაცული ჰიგიენის ნორმები.

ახმეტის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის აშენების დაპირება არავის გაუცია. თუმცა არ უარყოფას, რომ აუცილებელია ალტერნატიული შენობის მოძიება.

პანკისის ხეობაში სოფელ ხალაწნის გარდა საყოფაცხოვრებო პირობებით უკმაყოფილოა კიდე რამდენიმე სოფელი. ისინი ხელისუფლებისგან სარემონტო სამუშაოებსა და წყლის გაყვანილობების მოწესრიგებას ითხოვენ.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები