05 მაისი 2024,   08:07
ვრცლად
9 აპრილის ტრაგედია - საქართველოს უახლესი ისტორია და ნაბიჯები დამოუკიდებლობისკენ 

28 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს თბილისი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 3 ათას 500 მომიტინგე.

რუსთაველზე საპროტესტო აქციას საქართველოს ყველა კუთხიდან უერთდებოდნენ.

დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევამ კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა და საბოლოოდ დაასამარა საბჭოთა კავშირის ავტორიტეტი საქართველოში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

ზუსტად 26 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, თბილისში, მთავრობის სასახლეში, დღევანდელი პარლამენტის შენობაში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 



 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები