04 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
დღეს წითელი პარასკევია - ეკლესიებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდება

დღეს წითელი პარასკევია, დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღე. ეკლესიებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდება. წითელ პარასკევთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს.

სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ლოცვებს კითხულობენ. გარდამოხსნის რიტუალი კი 2 საათზე დაიწყება, რადგან სახარების თანახმად სწორედ ამ დროს მიიცვალა ქრისტე ჯვარზე.

დღეს მორწმუნეები, ჯვარცმასთან დაკავშირებით, სიმბოლურად კვერცხებს წითლად ღებავენ. ხვალ საღამოს კი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

დღის ამბები