04 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - წითელ პარასკევს იერუსალიმში ტრადიციული მსვლელობით აღნიშნავენ

ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - წითელ პარასკევს იერუსალიმში ტრადიციული მსვლელობით აღნიშნავენ. სამგლოვიარო მსვლელობა წმინდა ქალაქის ძველ უბანში, ვია დოლოროსას ქუჩაზე მიმდინარეობს.

მორწმუნეები ზუსტად იმ გზას გადიან, რომელიც ქრისტიანთა რწმენის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. მსვლელობის დროს მორწმუნეები 14 მონიშნულ ადგილზე ჩერდებიან. გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტემ სწორედ ამ ადგილებზე შეისვენა. მსვლელობა მაცხოვრის აღდგომის ტაძართან დასრულდება.

დღის ამბები