04 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებებს საქართველოში აფასებენ

იენს სტოლტენბერგის განცხადებებს თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა. ნატო-ს გენერალური მდივნის გზავნილებს მმართველი გუნდი ხელისუფლების სწორი კურსის აღიარებად განიხილავს.

იენს სტოლტენბერგის მიერ რეფორმების შეფასება და ღია კარის პოლიტიკის ხაზგასმა მმართველი გუნდის მტკიცებით, ალიანსთან სწორედ ხელისუფლების აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს.

ოპონენტებმა კი დღეს მმართველ გუნდს მინისტერიალსა თუ ნატო-ს სამიტში მონაწილეობაზე უარი შეახსენეს. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების პირობებში ალიანსთან დაახლოებისთვის მკაფიო ნაბიჯები არ იდგმება, რაც ინტეგრაციის პროცესს აზარალებს.

თავისუფალი დემოკრატებისთვის საგანგაშო აღმოჩნდა გენერალური მდივნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის ხაზგასმა, თუმცა განცხადების ამ ნაწილს მმართველი გუნდი შენიშვნად არ აღიქვამს.

ექსპერტები ხელისუფლებას ნატო-ს გენერალური მდივნის გზავნილების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები