04 მაისი 2024,   19:18
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატების ვინაობა ერთ თვეში გახდება ცნობილი

დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი, ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. ამ დროისთვის პოლიტიკური პარტიებში კონსულტაციები მიმდინარეობს და კანდიდატების ვინაობა სავარაუდოდ არჩევნებამდე 6 თვით ადრე გაირკვევა.

არაოფიციალური ვერსიით, კენჭისყრა მეორე ვადით სურს დავით ნარმანიას, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მის სურვილს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მხარს არ უჭერენ. ერთ-ერთი ვერსიით, თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტისთვის კახი კალაძე იბრძოლებს.

ნაციონალური მოძრაობის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მერობისთვის ისევ მან იყაროს კენჭი. საბოლოო გადაწყვეტილება ნაციონალურ მოძრაობაში შესაძლოა შიდა არჩევის წესით მიიღონ, სადაც სამი კანდიდატი-მათ შორის ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე დასახელდებიან.

გადაწყვეტილება მერობის კანდიდატთან დაკავშირებით არც ევროპული საქართველოს წევრებს აქვთ მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის შიგნით მსჯელობა ირაკლი აბესაძესა და ელენე ხოშტარიას შესახებ მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

დღის ამბები