03 მაისი 2024,   15:22
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დაწყებიდან 4 თვის შემდეგაც მმართველი გუნდი და ოპოზიცია ბევრ საკითხზე ვერ შეთანხმდა

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დაწყებიდან 4 თვის შემდეგაც ბევრ საკითხზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა.

პოლიტიკური პარტიები რამდენიმე საკითხს პრინციპულად მიიჩნევენ, მათ შორის არჩევნებში 55%-იან ბარიერის შემცირებას. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი ზედმეტად მაღალია და მრავალპარტიული პარლამენტის არსებობის შანს ამცირებს.

ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა არჩევნების შემდეგ დარჩენილ გაუნაწილებელ მანდატებს უკავშირდება. მმართველი გუნდის ინიციატივით, ასეთ მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა ერგოს წილად, ოპოზიციის აზრით კი ეს სხვა პარტიებს არასამართლიან პირობებში აყენებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ თანხმდება, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირებაა.

საკონსტიტუციო კომისია პარტიებმა სახელმწიფო ხალხისთვის და ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დატოვეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები