10 მაისი 2024,   10:12
ვრცლად
საელჩოს გახსნა გუშინ არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ შენდება რუსულ-აფხაზური ურთიერთობა - რაულ ხაჯიმბა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ე.წ. საზღვრების დაცვის გაძლიერება იყო. საუბარი საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის აღიარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შეთავაზებას შეეხო.

“საელჩოს გახსნა გუშინ არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ შენდება რუსულ-აფხაზური ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს საკითხების მთელი სპექტრი, რომლებსაც დღეს განვიხილავთ. ეს ეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, საზღვრის პრობლემას, ასევე მოქალაქეობის მიღების გამარტივებას. სოციალურ-კულტურულ განვითარებას და ასევე მნიშვნელოვანია რუსულ ინვესტიციებს, რომელთა წყალობით ჩვენი ბიუჯეტის შემოსავალიც გაიზარდა,“ - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე და ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვიხილავთ თქვენსა და ვლადიმირ პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხს. ასევე მნიშვნელოვანის განვიხილოთ ის საკითხები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ და რომლებიც უნდა დავამუშაოთ. ესაა საზღვრის საკითხი და ასევე ის, რომ ყველა მოქალაქემ თავი იგრძნოს თანასწორად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობებიც, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, სადაც ვიბრძვით სამართლიანი მიდგომებისათვის,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები