11 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
"ისმის კითხვა - რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი ? პასუხი არის მარტივი: არაფერს"-გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრები, საქართველოს ხელისუფლებას, არასწორ საგარეო პოლიტიკაში ადანაშაულებენ. განცხადება პლენარულ სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

კანდელაკმა ქართული ოცნების დეპუტატებს კითხვით  მიმართა, რატომ არ საუბრობს მთავრობის მეთაური საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ქმედებებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

„ეს განცხადებები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ის დონე, სადაც საკითხი წყდება და საკითხი წყდება უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრის დონეზე და  ისმის კითხვა - რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. პასუხი არის მარტივი: არაფერს, არაფერს ბატონებო,  არაფერს არ ამბობს და რატომ? საკითხავი ეს არის.

"რამდენ დედაქალაქში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომ მოეხდინა ჩვენი ტერიტორიული საკითხის აქტუალიზაცია? - არცერთში. რამდენ მსოფლიო ლიდერს დაურეკა პრემიერ-მინისტრმა, რომ მოეპყრო მსოფლიო ლიდერების ყურადღება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხისკენ და დევნილთა დაბრუნების საკითხისკენ - არცერთს და კითხვა არის მარტივი - რატომ?,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები