26 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობას

დღეს გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს უვადო პატიმრობას. დღევანდელ სხდომას საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აღარ დაესწრებიან.

ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი უკვე გამოუტანეს, გუშინდელ სხდომაზე, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა და დამატებითი დროც გამოიყენეს.

მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. თავად განსასჯელი ბრალს არ აღიარებს. დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 2016 წლის თებერვალში მოხდა.  

დღის ამბები