04 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
ეუთო დონბასში მომხდარი აფეთქების გამოძიებას იწყებს - აფეთქებას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი შეეწირა

ეუთომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ Radio Free Europe წერს. 23 აპრილს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანქანა ნაღმზე აფეთქდა. შედეგად მისიის ერთი წარმომადგენელი, ექიმი ჯოზეფ სტოუნი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ლამბერტო ზანირმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიება დაადგენს, თუ ვინ არის აფეთქებაში პასუხისმგებელი.

ნაღმზე აფეთქებული მანქანის ფოტოს Reuters ავრცელებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები