04 მაისი 2024,   19:27
ვრცლად
დავა სასამართლოში გოგაშვილის ცოლის ძმის მიერ ალიმენტის გადაუხდელობაზე

რუსთავი2-ის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სოსო გოგაშვილის ქონება ძირითადად მეუღლის დებზეა გაფორმებული. სუს-ის უფროსის მოადგილის მეუღლეს ძმაც ჰყავს, რომელიც ის ქონებრივ საკითხებში არ ფიგურირებს, თუმცა სკანდალს მაინც ვერ ასცდა.

გიორგი მარტყოფლიშვილს უკვე ერთი წელია, სასამართლო დავა ყოფილ მეუღლესთან აქვს. გოგაშვილის ცოლის ძმა შვილებისთვის ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს. გიორგი მარტყოფლიშვილის ყოფილი მეუღლე, ნუკა კახაძე, ეჭვობს, რომ ყოფილი მეუღლე ნათესავის გავლენებს მისი პირადი პრობლემის მოსაგვარებლად იყენებს. ნუკა კახაძე ამბობს, რომ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდების მიზნით, გიორგი მარტყოფლიშვილმა ეჭვქვეშ ბავშვების მამობა დააყენა და დნმ-ის ანალიზის ჩატარება მოითხოვა.

სასამართლოზე ან პროცესის მონაწილე სხვა პირზე რაიმე გავლენის მოხდენას უარყოფს გიორგი მარტყოფლიშვილის ადვოკატი. მარტყოფლიშვილი-კახაძის დავაზე მომდევნო პროცესი 10 მაისსაა ჩანიშნული. დრო ისევ მარტყოფლიშვილის იურისტმა ითხოვა იმისთვის, რომ დნმ-ის დასკვნა წარადგინოს.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე დოკუმენტს არ წარმოადგენს, მოსამართლე გადაწყვეტილებას მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ალიმენტის დანიშვნის თაობაზე მარტყოფლიშვილის მთავარი მტკიცებულების გარეშე მიიღებს.

დღის ამბები