04 მაისი 2024,   19:50
ვრცლად
სახალხო განხილვების შემდეგ, საკოსნტიტუციო ცვლილებებში შესაძლოა, კორექტივები შევიდეს

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საჯარო განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებში გარკვეული კორექტივები შევიდეს.

ეს დაპირება არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც ირაკლი კობახიძემ მესამე სექტორის კრიტიკული პოზიცია პირადად მოისმინა.

მესამე სექტორი რამდენიმე საარჩევნო რეგულაციას კატეგორიულად არ ეთანხმება. ორგანიზაციები ბარიერის შემცირებას მოითხოვენ და გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან.

პარალელურად, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, საჯარო შეხვედრებს აკრიტიკებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ფიქრობენ, რომ პარლამენტის სპიკერი არასწორად არის ინფორმირებული.

პარლამენტი უკვე სახალხო განხილვისთვის მზადებას იწყებს. იქამდე კი საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების ინიცირება უნდა მოხდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები