04 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
ოპოზიცია ცესკოს ახალ ინიციატივას აპროტესტებს

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო. ცესკოს წინადადებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შემთხვევაში, პოლიტიკურ გუნდს სანქციებს აკისრებს, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობა ცესკოს საკანონმდებლო წინადადებას აპროტესტებს. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ რეგულაციები საგანგებოდ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისთვის წესდება.

ცესკოსთვის დავალების მიცემასა და კანონმდებლობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებას უარყოფენ მმართველ გუნდში. მმართველი პარტიასა და ცესკოსთან კითხვები აქვთ ევროპულ საქართველოშიც.

ცესკოში არ მალავენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კანონში ხარვეზები გამოაჩინა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს ინიციატივას არ იზიარებს და საარჩევნო ადმინისტრაციას ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო წინადადების სახე აქვს. იურიდიული კომიტეტი უკვე მუშაობას და მალე ცესკოს ინიციატივას კანონპროექტად დაარეგისტრირებს.

დღის ამბები