04 მაისი 2024,   23:41
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა ამ ნაწილში იქნება საკმაოდ კრიტიკული - დავით ბაქრაძე

ცოტა ხნის წინ დასრულდა სტრასბურგში ვენეციის კომისიის მდივანთან ევროპული საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა. მოლაპარაკებების ფარგლებში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ვენეციის კომისიის მდივანს იმ პროცესების შესახებ, რომელიც განვითარდა საკონსტიტუციო კომისიაში და იმაზე, თუ რა ფონზე ეყარა კენჭი დოკუმენტს, რომელსაც, ოპოზიციის განმარტებით, არ აქვს არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და არც საზოგადოების  დიდი ნაწილის მხარდაჭერა.

„დეტალურად ვისაუბრეთ ცვლილებებზე, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას და ყველა წინასწარი მონაცემის და ინფორმაციის მიხედვით, ვენეციის კომისიის დასკვნა ამ ნაწილში იქნება საკმაოდ კრიტიკული, განსაკუთრებით ხმების გადანაწილების პრინციპთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც აზრი არის გაყოფილი და, როდესაც ქართული ოცნება უპირისპირდება პრაქტიკულად ყველა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეს, ვენეციის კომისიის დასკვნას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები