04 მაისი 2024,   21:21
ვრცლად
პეტრე ზამბახიძის აზრით, ირაკლი ჩხვირკია ენმ-დან არ უნდა გაეძევებინათ

„ის, რაც დღეს ჩხვირკიას შემთხვევაში ხდება, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო განცხადების გამო,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, პეტრე ზამბახიძემ, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, აქციების ორგანიზებისთვის დაკავებული ირაკლი ჩხვირკია ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან არ უნდა გაეძევებინათ, რადგან ამგვარად ხელისუფლებას მისი დაკავების საბაბი მისცეს.

„ბათუმში განვითარებული ვანდალური ფაქტების ფონზე, ამან მხოლოდ ხელისუფლების თამაში ითამაშა. ის მოქმედება, რომ ის აღარ არის პოლიტიკური პარტიის გაერთიანებაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი,“ - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

მისი აზრით, აქციების ორგანიზებისთვის დაკავებული მერაბ ღოღობერიძე, უბრალოდ, მმართველმა გუნდმა კრიტიკულ სიტუაციაში გაწირა.

დღის ამბები