04 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
სახეზეა აშკარა, ღრმა სისტემური კრიზისი - არმაზ ახვლედიანი ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს

„სახეზეა აშკარა, ღრმა სისტემური კრიზისი,“ - ეს განცხადება დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა არჩევანის პირდაპირ ეთერში 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

მისი აზრით, კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. არმაზ ახვლედიანის თქმით, ქართული ოცნება წინა ხელისუფლების შეცდომებს იმეორებს.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოახერხა და მემკვიდრეობით მიიღო და ფაქტობრივად აიტაცა ეს დროშა და ერთი შეხედვით მას ჰგონია, რომ წარმატებით მიაქვს, მიიღო ის შეცდომები, რომლებმაც ჩიხში შეიყვანა წინა ხელისუფლება,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი აზრით, საქართველოში დემოკრატიული გარემო არ არის. ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არ ეთანხმება, რომ „საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით, თურმე, რაღაც მიდის ნორმალურად“. ის ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებებით, დიპლომატები სახელმწიფოს დათვურ სამსახურს უწევენ.

არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ბათუმის მარტის მოვლენებმა ხელისუფლებისადმი ნდობა გააქრო და, მისი ზრით, ხელისუფლებაში ახლა ქაოსია.

„ამ ქაოსმა პრაქტიკულად მიგვიყვანა იქამდე, რომ ხელისუფლების ნდობა არის ნულზე დასული, თუკი მას ის ენდობა, ვინც ხმა მისცა გასულ არჩევნებზე და ჯერ კიდევ ეს ნდობა ინერციით არსებობს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს,“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები