05 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
გიორგი კვირკაშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.

გიორგი კვირიკაშვილმა და სორინ გრინდეანუმ საქართველო-რუმინეთს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მათ შორის იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობაზე.

„ვისაუბრებთ ყველა მიმართულებაზე, როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე გვექნება საუბარი  სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იმ სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც გადის როგორც საქართველოს ისე რუმინეთის ტერიტორიაზე. ასევე იქნება საუბარია პოლიტიკურ თანამშრომლობაზე,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები