04 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციის პროექტი, მოსმენების კანონი, ოკუპირებული ტერიტორიები და "რუსთავი2" - ევროსაბჭოს მოხსენება

საქართველოს სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციის პროექტი, კანონი მოსმენებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება და რუსთავი 2 - საქართველოს თემაზე მომხსენებლები დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგებიან.

მოხსენება ზეპირი იქნება და უმრავლესობის ინფორმაციით, აქცენტი გაკეთდება იმ თემებზე, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკუთარ ვებგვერდზე უკვე განათავსა.

მასში ვრცელი ნაწილი ეთმობა კონსტიტუციის პროექტს და აღნიშნულია, უმრავლესობის დანაპირები ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის  საქმეს, ევროსაბჭოში იმედოვნებენ, რომ დანაპირების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებს.

 შეფასებები გაკეთდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მონიტორინგის მისიის მიერ ძირითადად აქცენტი რეფორმებზე კეთდება. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ჩუგოშვილის თქმით, ევროპელი დეპუტატები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 „რუსთავი 2-ის საქმეს რაც შეეხება, ისევე როგორც ჩვენ, ასევე ევროპელი კოლეგები ელოდებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. დანარჩენი საქართველოს ხელისუფლები პოზიცია არის ცნობილი, ჩვენ გვაქვს სრული პატივისცემა ევროპული სასამართლოს მიმართ,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას ევროპული საქართველო.

 „ეს ინსტიტუტი არის ძალიან კრიტიკულად განწყობილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან მიმართებაშიც, ასევე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც შეაჩერა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, იყო უპრეცედენტო,“-ამბობს გიორგი კანდელაკი. 

 

დღის ამბები