26 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
ოკუპანტების მიერ შიდა ქართლში დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია.

68 წლის ელდარ გუნდიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან მაშინ გაიტაცეს, როცა ის საქონელს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა.

მასთან ერთად მყოფმა ახალგაზრდებმა გაქცევა მოახერხეს. ხანდაზმული მამაკაცი ცხინვალის ციხეში, დროებითი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

გუნდიშვილი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკვე მეორედ დააკავეს.

დღის ამბები